LogoBlack

წესები და პირობები

www.grauberg.ge (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ვებ-გვერდი“) წარმოადგენს შპს „გრაუბერგ ცემენტის“ საიდენტიფიკაციო ნომერი: 404583571, (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომპანია“) საკუთრებას და მისი გამოყენება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და კომპანიის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით. ვებ-გვერდი, გამიზნულია კომპანიის ბიზნესს საქმიანობის მხარდაჭერისთვის, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“) რომლებიც, ამ ვებ-გვერდის სარგებლობის შემთხვევაში წარმოადგენენ ვებ-გვერდის მომხმარებლებს. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი შეთავაზება ან/და მითითებული პროდუქტი თუ მომსახურება რეგულირდება სპეციალური ხელშეკრულებებით, რომელთა გაცნობაც შესაძლებელია კომპანიის წარმომადგენლებთან მიმართვით.

ვებ-გვერდის გამოყენება

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის/ინფორმირებისთვის. კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ ინფორმაციის, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურის, გამოსახულების, დიზაინის ან ნებისმიერი მახასიათებლის გავრცელება, გადაცემა, ასლის დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის, სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის. შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი ამ წესებისა და პირობებისაგან განსხვავებულ წესებს შეიცავდეს. კომპანიის ვებ-გვერდის (მათ შორის, კონტაქტის ველის, შეფასების ველის, ბლოგის ან ფორუმების) გამოყენებისას დაუშვებელია უკანონო/თაღლითური ქმედება, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი ან სხვა იმგვარი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს კანონმდებლობას ან/და ზიანს აყენებდეს კომპანიის საქმიან რეპუტაციას. ასევე დაუშვებელია ვებ-გვერდისთვის ტექნიკური, პროგრამული ზიანის მიყენება. ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა მომხმარებლის რისკია. თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდა ტექნიკური შეფერხების ან კომპანიისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მსგავს გარემოებებზე ან დამდგარ შედეგზე/ზიანზე.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება კომაპნიის საავტორო უფლება. კომპანიის ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე კომპანიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე (მათ შორის, კომაპნიის საფირმო სახელწოდებასა და კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე). აკრძალულია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის, სოცმედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარების ან საინფორმაციო მიზნებისთვის. ვებ-გვერდზე მითითებული სხვა ადამიანთა და ორგანიზაციათა სახელები, ბმულები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნით შესაბამის პირებს.

კონფიდენციალურობის დაცვა

კომაპნია უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით და იმ მოცულობით, რაც საჭიროა მომსახურების ეფექტიანად გასაწევად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაცია გადაიცემა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით ან კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. კომაპნია მუდმივად აკონტროლებს არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას. ასევე უზრუნველვყოფს პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან. კომპანია იტოვებს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შეიტანოს ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში. კომპანია უფლებამოსილია აღიცხოს ვებ-გვერდით სარგებლობისას მომხმარებლის აქტივობა სტატისტიკის საწარმოებლად ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კომპანია ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემს (კერძოდ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წესით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (ა) ან/და (ბ) პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებით. მომხმარებლის მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით კითხვების/მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას, საკონტაქტო ინფორმაციაა: ტელ: +995 595 15 33 33 ელ. ფოსტა: info@grauberg.ge კომპანიამ შესაძლოა დაამუშავოს ზემოთ მითითებული წესით და მიზნით მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შემდეგი ხერხებით: შენახვა, გადამოწმება, გადაცემა, დათვალიერება, გამოთხოვა, მოპოვება და გადაცემა. ზემოთ მითითებული ხერხებით მომხმარებლის მონაცემთა დამუშავება მოხდება, ხელშეკრულების და ხელშეკრულების შესრულების, ზედამხედველი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდების ან/და საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ადმინისტრაციული პირების მოთხოვნების და კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულების შესრულების მიზნით. კომპანია უფლებას იტოვებს გამოიყენოს მომხმარებლის ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი საკუთარ პროდუქციასთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული მარკეტინგული შეტყობინებების გაზიარებისთვის.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კომპანია არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რამე ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, კომპიუტერული ვირუსის ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. კომპანია არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არაა. მომხმარებელთა მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით, ანალიზით, გადამუშავებით დამდგარ შედეგზე/ზიანზე კომპანია არ არის პასუხისმგებელი და შესაბამისად, მომხმარებლის პირადი რისკია.

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

ეს წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შესაძლო დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მეშვეობით. კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს. თუ მათ არ ეთანხმებით გთხოვთ, ამის თაობაზე შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე: info@grauberg.ge