გრაუბერგის ცემენტის და ბეტონის ქარხანა მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში. იგი უკვე დიდი ხანია, მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს სთავაზობს. ჩვენი ქარხანა გარანტიაა საერთაშორისო და ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქციის წარმოების, რაც მნიშნელოვან წვლილს შეიტანს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.
რატომ არის მნიშვნელოვანი გრაუბერგის ქარხნის არსებობა?
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ცემენტი და ბეტონი სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება გზების, ხიდების, შენობების და სხვა ინფრასტრუქტურულ მშენებლობებში. ადგილობრივად ქარხნის არსებობით კი, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მათი სტაბილური და საიმედო მიწოდება, სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს ხელს უწყობს ურბანიზაციას და ეკონომიკურ პროგრესს, გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულების და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებით. ადგილობრივი ქარხნის არსებობა ამცირებს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია მიწოდების გლობალურ ჯაჭვში შეფერხებებთან, როგორიცაა ფასების რყევა, ვაჭრობის შეზღუდვები ან ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც გავლენას ახდენენ სატრანსპორტო მარშრუტებზე. ცემენტის და ბეტონის ქარხანა მნიშვნელოვანი რგოლია როგორც ეკონომიკური, ასევე, სამრეწველო თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებაში - ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს და ანვითარებს ადგილობრივ წარმოებას. გრაუბერგის ქარხნის დახმარებით ჩვენ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და წვლილი შევიტანოთ ბაზარზე არსებული ხარისხის გაუმჯობესებაში. ასევე, გვექნება შესაძლებლობა მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ვიყოთ პროგრესის მაგალითი და ჩამოვყალიბდეთ ბაზრის ლიდერად.